საერთაშორისო1 ივნისი 2026
საქართველოს სპორტული ცოცვის ტრიუმფი თურქეთში
სიახლეებზე დაბრუნება

საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს თურქეთის ქალაქ სამსუნში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე — Amisos Climbing Fest-ზე.
ჩვენმა გუნდმა ღირსეულად წარმოაჩინა ქვეყანა და მოიპოვა მნიშვნელოვანი შედეგები როგორც სირთულის, ასევე ბოლდერინგის დისციპლინებში.
შედეგები
სირთულის ცოცვა – უმცროსი ასაკი:
- 🥇 ლუკა ქირიკაშვილი
- 🥉 დაჩი აკსანიშვილი
სირთულის ცოცვა – უფროსი ასაკი:
- 🥉 ნიკოლოზ კომახიძე
ბოლდერინგი – უმცროსი ასაკი:
- 🥈 ლუკა ქირიკაშვილი
ბოლდერინგი – უფროსი ასაკი (გოგონები):
- 🥉 მანანა ჯამრაშვილი
საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ულოცავს თითოეულ სპორტსმენს და მათ მწვრთნელებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. მსგავსი საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართველი სპორტსმენების განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისთვის.
სტატიის გაზიარება