მომავალი ღონისძიებები
კატეგორია
თვე
საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველი ეტაპი ბოლდერინგში, საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით. ჩემპიონატის ორგანიზატორი: საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ჩემპიონატის მენეჯერი: ოთარი მაისურაძე მთავარი მსაჯი: ლევან გურჩიანი პროგრამა ჩატარების ადგილი: ქ. ქუთაისის სპორტული ცენტრი ჩატარების თარიღი: 13–16 მარტი 2026 მიღების დღე: 13 მარტი რეგისტრაცია: 13 მარტი კვალიფიკაცია: 14 მარტი, 12:00 ფინალი: 15 მარტი დაჯილდოვება: 15 მარტი (დროს განსაზღვრავს ფინალის დასრულება) გამგზავრება: 16 მარტი მიღების პირობები გუნდების მივლინების ხარჯებს (მგზავრობა, კვება, სასტუმრო) გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები. მონაწილეები ჩემპიონატში მონაწილე სპორტსმენებს თან უნდა ახლდეთ წარმომადგენლები (მწვრთნელები ან მშობლები). შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ როგორც ვაჟები, ისე გოგონები. ასაკობრივი ჯგუფები: U15 — სპორტსმენები, რომლებიც მიმდინარე კალენდარულ წელს ასრულებენ 13 ან 14 წელს. U17 — სპორტსმენები, რომლებიც მიმდინარე კალენდარულ წელს ასრულებენ 15 ან 16 წელს. U19 — სპორტსმენები, რომლებიც მიმდინარე კალენდარულ წელს ასრულებენ 17 ან 18 წელს. წესები ჩემპიონატი ტარდება IFSC-ის (სპორტული ცოცვის საერთაშორისო ფედერაციის) წესების მიხედვით, რომლებიც ადაპტირებულია ასაკობრივი კატეგორიებისთვის. ჩემპიონატი ჩატარდება ორ ეტაპად: კვალიფიკაცია და ფინალი. თითოეულ მონაწილეს ექნება საკონტროლო დრო 5 წუთი ერთ მარშრუტზე. მარშრუტები იქნება აღნიშნული (სტარტით, ზონითა და ფინიშით). შედეგები დაითვლება ცდების რაოდენობით. საკვალიფიკაციო და ფინალური ეტაპიც ჩატარდება დახურული წესით. გამარჯვებულის გამოვლენა გამარჯვებულები გამოვლინდებიან მარშრუტის ნაკლები ცდით დახურვითა და ზონალური ქულებით. ერთნაირი შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან საუკეთესო დროის დაფიქსირებით. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში (U15, U17, U19) გამოვლინდება I, II და III ადგილი. დაჯილდოება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებითა და ფასიანი პრიზებით. ჩემპიონატის მიზნები და ამოცანები სპორტული ცოცვის პოპულარიზაცია საქართველოში. ახალგაზრდების მოტივაცია და სპორტისადმი ინტერესის გაზრდა. ეროვნული ნაკრების ფორმირება. სპორტსმენების მომზადების დონის შემოწმება და სტატისტიკის განახლება. სპორტული ცოცვის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. აუცილებელი პირობები მონაწილეს თან უნდა ჰქონდეს საცოცი ფეხსაცმელი და მაგნეზია (სასურველია ჯაგრისი საჭიდებისთვის). გისურვებთ წარმატებას! დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: +995 514511177
