ეროვნული ჩემპიონატი
საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი — პირველი ეტაპი ბოლდერინგში
ყველა ღონისძიება

თარიღი
13 მარტი 2026 — 16 მარტი 2026
ლოკაცია
ქ. ქუთაისის სპორტული ცენტრი
ფორმატი
ბოლდერინგი
საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველი ეტაპი ბოლდერინგში, საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით.
ჩემპიონატის ორგანიზატორი: საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ჩემპიონატის მენეჯერი: ოთარი მაისურაძე მთავარი მსაჯი: ლევან გურჩიანი
პროგრამა
- ჩატარების ადგილი: ქ. ქუთაისის სპორტული ცენტრი
- ჩატარების თარიღი: 13–16 მარტი 2026
- მიღების დღე: 13 მარტი
- რეგისტრაცია: 13 მარტი
- კვალიფიკაცია: 14 მარტი, 12:00
- ფინალი: 15 მარტი
- დაჯილდოვება: 15 მარტი (დროს განსაზღვრავს ფინალის დასრულება)
- გამგზავრება: 16 მარტი
მიღების პირობები
გუნდების მივლინების ხარჯებს (მგზავრობა, კვება, სასტუმრო) გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
მონაწილეები
- ჩემპიონატში მონაწილე სპორტსმენებს თან უნდა ახლდეთ წარმომადგენლები (მწვრთნელები ან მშობლები).
- შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ როგორც ვაჟები, ისე გოგონები.
- ასაკობრივი ჯგუფები:
- U15 — სპორტსმენები, რომლებიც მიმდინარე კალენდარულ წელს ასრულებენ 13 ან 14 წელს.
- U17 — სპორტსმენები, რომლებიც მიმდინარე კალენდარულ წელს ასრულებენ 15 ან 16 წელს.
- U19 — სპორტსმენები, რომლებიც მიმდინარე კალენდარულ წელს ასრულებენ 17 ან 18 წელს.
წესები
- ჩემპიონატი ტარდება IFSC-ის (სპორტული ცოცვის საერთაშორისო ფედერაციის) წესების მიხედვით, რომლებიც ადაპტირებულია ასაკობრივი კატეგორიებისთვის.
- ჩემპიონატი ჩატარდება ორ ეტაპად: კვალიფიკაცია და ფინალი.
- თითოეულ მონაწილეს ექნება საკონტროლო დრო 5 წუთი ერთ მარშრუტზე.
- მარშრუტები იქნება აღნიშნული (სტარტით, ზონითა და ფინიშით).
- შედეგები დაითვლება ცდების რაოდენობით.
- საკვალიფიკაციო და ფინალური ეტაპიც ჩატარდება დახურული წესით.
გამარჯვებულის გამოვლენა
- გამარჯვებულები გამოვლინდებიან მარშრუტის ნაკლები ცდით დახურვითა და ზონალური ქულებით.
- ერთნაირი შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან საუკეთესო დროის დაფიქსირებით.
- თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში (U15, U17, U19) გამოვლინდება I, II და III ადგილი.
დაჯილდოება
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებითა და ფასიანი პრიზებით.
ჩემპიონატის მიზნები და ამოცანები
- სპორტული ცოცვის პოპულარიზაცია საქართველოში.
- ახალგაზრდების მოტივაცია და სპორტისადმი ინტერესის გაზრდა.
- ეროვნული ნაკრების ფორმირება.
- სპორტსმენების მომზადების დონის შემოწმება და სტატისტიკის განახლება.
- სპორტული ცოცვის განვითარების სტრატეგიის შემუშავება.
აუცილებელი პირობები
მონაწილეს თან უნდა ჰქონდეს საცოცი ფეხსაცმელი და მაგნეზია (სასურველია ჯაგრისი საჭიდებისთვის).
გისურვებთ წარმატებას! დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: +995 514511177